ბათუმში ინტენსიურად იწმინდება ქუჩები და ზღვაში გამსვლელი არხები, მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები მაღალმთიან აჭარაში

04 ოქტომბერი, 2021

ბათუმში უხვი ნალექის შედეგად რამდენიმე ქუჩა დაიტბორა, მობილიზებულია ,,ბათუმის წყლის'' სპეცტექნიკა და აქტიურად მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობდა ზღვაში გამსვლელი არხებისა და სანიაღვრე ქსელის გაწმენდითი სამუშაოები.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ბათუმსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

მაღალმთიან აჭარაში ძლიერი წვიმის შედეგად დამეწყრილი გზები ინტენსიურად იწმინდება. ძლიერი წვიმის შედეგად ხულოს, ქედისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში მეწყრული პროცესები რამდენიმე მიმართულებით განვითარდა. დილიდანვე მობილიზებულია აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკა და ინტენსიურ რეჟიმში  მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

ადგილობრივი მნიშვნელობის ზალმეთი-ხიხაძირის საავტომობილო გზაზე მოძრაობა ცალმხრივად აღდგენილია.

ყინჩაური-წაბლანას გზაზე მოსახლეობა დროებით, შემოვლითი გზით შეძლებს სარგებლობას. პროცესში ჩართულია გეოლოგიური სამსახური და შესაბამისი დასკვნის შემდეგ, განახლდება დამეწყრილი გზის გაწმენდითი სამუშაოები.

ქედაში სამ ლოკაციაზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, ხოლო ხელვაჩაურში დამეწყრილი გზები 8 მიმართულებით იწმინდება.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2022>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
482829301234
49567891011
5012131415161718
5119202122232425
522627282930311
012345678

ცხელი ხაზი

995(422)27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები