თორნიკე რიჟვაძე: ბათუმს ღირსეულად უჭირავს თავი ამ დიდი ტრაგედიის და ტკივილის ფონზე

11 ოქტომბერი, 2021

,,ამ ტრაგედიამ მართლაც გააერთიანა ჩვენი ქალაქი. ეს არის უპრეცედენტო სოლიდარობის მაგალითი. მე მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ დღეების განმავლობაში ჩართული იყო სამაშველო ოპერაციების მიმდინარეობაში, პირველ რიგში მაშველებს, მათი გმირული, თავდაუზოგავი შრომისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალებს და პირადად მინისტრს, ასევე, პრემიერ-მინისტრს.

მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო რიგითი ბათუმელების, ბათუმის ტკივილი და ამ ქალაქს, მართლაც ღირსეულად უჭირავს თავი ამ დიდი ტრაგედიის, დიდი ტკივილის ფონზე. დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი კიდევ უფრო აამაღლებს თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობას.

მადლობა ყველა მედიის წარმომადგენელს, რომელიც ამ დღეების განმავლობაში აქ, ადგილზე აკვირდებოდა და იღებდა მონაწილეობას ამ სამაშველო ოპერაციაში“- ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ პირდაპირ ჩართვაში ისაუბრა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ნოემბერი 2021>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
441234567
45891011121314
4615161718192021
4722232425262728
48293012345
496789101112

ცხელი ხაზი

995(422)27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები