საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამის ფარგლებში 1,435,956 ლარი უკვე გამოიყო

13 ოქტომბერი, 2021

"მოსახლეობის საზღვარგარეთ მკურნალობის თანადაფინანსების" პროგრამის ფარგლებში, 2021 წელს 9 თვის განმავლობაში, უცხოეთში მკურნალობა დაუფინანსდა 33 პაციენტს. ჯამში გამოიყო 1,435,956 ლარი. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წელს დაფინანსდა ორი მოქალაქის გულის ტრანსპლანტაცია, ამ მიზნით გამოიყო 400,000 ლარი. ასევე, ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციისათვის (3 ბავშვისთვის) გამოიყო 570 000 ლარი. მიმდინარე წელს დაგეგმილია პროგრამის ბიუჯეტის გაზრდა 94,656 ლარით. "მოსახლეობის საზღვარგარეთ მკურნალობის თანადაფინანსების" პროგრამის ბენეფიციარებს წარმოადგენენ სხვადასხვა დაავადებების მქონე პირები, რომელთა აუცილებელი სამედიცინო მომსახურება ვერ ხერხდება საქართველოს სამკურნალო დაწესებულებებში (სპეციალისტი/ექსპერტის დასკვნის შესაბამისად) და რომლებიც ნაწილობრივ დაფინანსებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამით "მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების მიწოდება პრიორიტეტულ სფეროებში". 2020 წელს აღნიშნული პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა 15 მოქალაქის სამედიცინო მომსახურება, გამოიყო 262 383 ლარი.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2022>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
482829301234
49567891011
5012131415161718
5119202122232425
522627282930311
012345678

ცხელი ხაზი

995(422)27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები