ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა დამატებითი სამედიცინო მომსახურების პროგრამის ფარგლებში უკვე გამოიყო 1,483,436 ლარი

15 ოქტომბერი, 2021

"ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა დამატებითი სამედიცინო მომსახურების" პროგრამის ფარგლებში 2021 წელს 9 თვის განმავლობაში სამედიცინო მომსახურება დაუფინანსდა 1189 პაციენტს. პროგრამის ბიუჯეტიდან გამოიყო 1,483,436 ლარი.

მიმდინარე წელს, აღნიშნული პროგრამა გაფართოვდა.

პროგრამის ფარგლებში ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ რთულად სადიაგნოსტიკო პაციენტებს უფინანსდებათ სიმსივნური ქსოვილის გენურ პროფილირებასთან (მოლეკულურ-გენეტიკური კვლევა) დაკავშირებული ხარჯები.

ამავე პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ინკურაბელურ პაციენტთა სტაციონარული-პალიატიური მზრუნველობისა და სიმპტომური მკურნალობის თანაგადახდის დაფინანსება სახელმწიფო პროგრამით დამტკიცებული ტარიფის ფარგლებში.

ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა დამატებითი სამედიცინო მომსახურების პროგრამით, ასევე ფინანსდება ისეთი სამედიცინო მომსახურება, რომელიც არ იფარება საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ან მიეკუთვნება ძვირადღირებულ სამედიცინო მომსახურებას და პაციენტისათვის არ არის ხელმისაწვდომი.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2022>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
482829301234
49567891011
5012131415161718
5119202122232425
522627282930311
012345678

ცხელი ხაზი

995(422)27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები