სასწავლო პროცესის მიმდინარეობის მონიტორინგო

13 ოქტომბერი, 2021

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი ბათუმის საჯარო სკოლებში იმყოფებოდა და პირადად გაეცნო, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული პროტოკოლის მიხედვით, სასწავლო პროცესის მიმდინარეობას.
მინისტრი მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და სკოლების ადმინისტრაციის წევრებს გაესაუბრა და მათთან ერთად განიხილა, პანდემიის პირობებში, სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში განახლებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები.
მომატებული ეპიდემიოლოგიური რისკების გათვალისწინებით, მოსწავლეთა და პედაგოგთა უსაფრთხოებისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჯანდაცვის მიერ დაწესებული რეგულაციების დაცვა.
ვირუსის გამოვლენის შემთხვევებში სკოლებში კვლავ წერტილოვანი შეზღუდვები გაგრძელდება.
საჯარო სკოლებში მონიტორინგზე, მინისტრთან ერთად, ბათუმის რესურსცენტრის უფროსი გოჩა დავითაძეც იმყოფებოდა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2021>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
48293012345
496789101112
5013141516171819
5120212223242526
52272829303112
013456789

ცხელი ხაზი

995(422)27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები