ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურა პროექტდება

22 ოქტომბერი, 2021

ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე,  ისპანის ტორფნარზე ტურისტული ინფრასტრუქტურის საპროექტო სამუშაოები დაიწყო.  აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების სააგენტო ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე გარემოსთან ადაპტირებული საფეხმავლო ბილიკების, გადმოსახედი კოშკურის, მოსასვენებელი კოტეჯების, ავტოპარკინგის და ვიზიტორთა ცენტრის დაპროექტებას გეგმავს. იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ისპანის ტორფნარები აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დაცული ტერიტორიების მენეჯმენტთან ერთად მოინახულა და ადგილზე ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობები განიხილა.

ქობულეთში, ზღვიდან 500 მეტრში მდებარე ისპანის ტორფნარ სახელმწიფო ნაკრძალია, რომელიც ბიომრავალფეროვნების კუთხით  მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს ტორფნარს წარმოადგენს.  წელს, ის კინტრიშის, მტირალას და კოლხეთის ეროვნულ პარკებთან ერთად UNESCO-ს ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდა.

ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე დაპროექტდება  მოსასვენებელი, რეკრეაციული სივრცე, სადაც  მოსასვენებელი კოტეჯისა და სფაგნუმების მიმართულებით გარემოსთან ადაპტირებული საფეხმავლო ბილიკების მოწყობაა შესაძლებელიასევე,გაკეთდება შემეცნებითისივრცე, სადაც ისპანის ბიომრავალფეროვნება იქნება წარმოდგენილი და ვიზიტორებს სფაგნუმებზე  ხელით შეხების საშუალება ექნებათ. აქტივობების სივრცესთან კი შთამბეჭდავი ვიზუალის და სიმაღლის გადმოსახედი პლაფორმა მოეწყობა.

ტურისტული ინფრასტრუქტურული განვითარება ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე, ისპანის ტორფნარზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი იქნება, რაც თავისმხრივ ხელს შეუწყობს ეკოტურიზმის განვითარებას და ვიზიტორთა რაოდენობის ზრდას.  

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2021>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
48293012345
496789101112
5013141516171819
5120212223242526
52272829303112
013456789

ცხელი ხაზი

995(422)27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები