მინისტრი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო

21 ოქტომბერი, 2021

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესის მიმდინარეობას და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული, მოსწავლეთა და პედაგოგთა უსაფრთხოებისთვის, რეგულაციების  დაცვას პირადად გაეცნო.

მინისტრი მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და სკოლების ადმინისტრაციის წევრებს გაესაუბრა. საუბრისას აღინიშნა, რომ სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში წარმართვა ყველასათვის მნიშვნელოვანია. ასევე, მომატებული ეპიდემიოლოგიური რისკების გათვალისწინებით, რეკომენდირებულია მასწავლებლების, სკოლის ადმინისტრაციის წევრებისა და მშობლების ვაქცინაციის პროცესში აქტიურად ჩართვა.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მასწავლებელთა და სკოლების ადმინისტრაციის თანამშრომელთა 85%-ზე მეტი ორჯერადად აცრილია.

მინისტრი ასევე, გაეცნო სკოლებში ინფრასტრუქტურულ და სხვა მიმდინარე პროექტებს.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან ერთად მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლები მოინახულეს ხელვაჩაურის რესურსცენტრის უფროსმა ნევრესტან დიდმანიძემ,  სამინისტროს განათლების დეპარტამენტის უფროსმა ნაზიბროლა ბერიძე-გაბაიძემ და შუშანა სურმანიძემ.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2021>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
48293012345
496789101112
5013141516171819
5120212223242526
52272829303112
013456789

ცხელი ხაზი

995(422)27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები