ხელოვნების მუზეუმში ფესტივალი - ,,კერამიკის ალქიმია" გაიხსნა

22 ოქტომბერი, 2021

ხელოვნების მუზეუმში ფესტივალი - ,,კერამიკის ალქიმია" გაიხსნა.
ფესტივალის გახსნას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, მინისტრის მოადგილესთან აკაკი ძნელაძესთან ერთად დაესწრო.
წლევანდელი ფესტივალი განსხვავებული კონცეფციით, პანდემიასთან ადაპტირებული, ჰიბრიდული ფორმატით, სოციალური მისიითა და კვლევითი საქმიანობით გაიმართა.
ფესტივალის ფარგლებში ქართველი და უცხოელი ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა და სხვადასხვა სახალისო კერამიკული აქტივობა მოეწყო,ასევე, მონაწილე კერამიკოსები შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრილის კერამიკულ სახელოსნოში ჩაატარებენ ადგილობრივი თიხის ტექნოლოგიურ კვლევით სამუშაოებს.
29 ოქტომბერს, ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში ზუმის პლათფორმით განხორციელდება ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება: ქართველი კერამიკოსები წარმოადგენენ განხორციელებული კვლევის შედეგებს, საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციის ორგანიზებით კი ამერიკიდან საკუთარ გამოცდილებას და შემოქმედებას გააცნობს საზოგადოებას ორი კერამიკოსი.
ფესტივალი იმართება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2021>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
48293012345
496789101112
5013141516171819
5120212223242526
52272829303112
013456789

ცხელი ხაზი

995(422)27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები