ახლგაზრდობის რეგიონალური ცენტრის პროექტის ,,YRC CLUB-ის“ პრეზენტაცია გაიმართა

26 ოქტომბერი, 2021

ახალგაზრდობის რეგიონალური ცენტრის პროექტის ,,YRC CLUB-ის“ პრეზენტაცია გაიმართა.
პრეზენტაციას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი და მოადგილე ზაურ ახვლედიანი ესწრებოდნენ.
პროექტი აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტიდან ოცდაათ ახალგაზრდას აერთიანებს და მოხალისეობრივი კულტურის გაძლიერებასთან ერთად სხვადასხვა მიმართულებით მათი ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.
კლუბის კონცეფცია ახალგაზრდობის რეგიონალური ცენტრის საერთაშორისო აღიარებას ეფუძნება, რომელიც ცენტრმა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასთან თანამშრომლობით მოიპოვა.
კლუბში გაწევრიანებულ ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ ცენტრის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა ტიპის ღონისძიების დაგეგმვა/განხორციელებაში. ასევე, მონაწილეობა მიიღონ რეგიონში მიმდინარე მასშტაბურ ღონისძიებებსა და აქტივობებში.ა

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2021>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
48293012345
496789101112
5013141516171819
5120212223242526
52272829303112
013456789

ცხელი ხაზი

995(422)27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები