"სტუდენტთა დახმარების" ქვეპროგრამის ფარგლებში ყველა სტუდენტი დაფინანსდა
01 ნოემბერი, 2021
აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს „სტუდენტთა დახმარების“
ქვეპროგრამის ფარგლებში (2021 წლის 2 აგვისტოდან
31 აგვისტოს ჩათვლით გამოცხადებულ კონკურსში) მონაწილე ყველა ის სტუდენტი დაფინანსდა,
რომელთა განცხადებებიც აკმაყოფილებს
ქვეპროგრამით გათვალისწინებულ მოთხოვნებს:
სწავლობენ
საქართველოში უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, უმაღლესი განათლების პირველი
ან მეორე საფეხურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, ბოლო სემესტრის საშუალო
აკადემიური მოსწრება ტოლია, ან მეტი 71%-სა და განეკუთვნება ერთ-ერთ კატეგორიას:
Ø სტუდენტები,
რომლებიც არიან მაღალმთიანი აჭარიდან;
Ø სტუდენტები,
რომლებიც არიან ობოლი დედით, მამით, ან უდედმამო;
Ø სტუდენტები,
რომლებიც არიან მრავალშვილიანი ოჯახის ოთხი და მეტი შვილით წევრები;
Ø სტუდენტები,
რომელთა ოჯახები რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან
ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა ტოლი ან ნაკლებია 100 000-ზე;
Ø სტუდენტები,
რომლებიც არიან მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე პირები;
Ø სტუდენტები,
რომლებსაც, ან რომელთა მშობლებსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვთ
მარტოხელა მშობლის სტატუსი.
სულ 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის
სემესტრი დაუფინანსდა 599 სტუდენტს. მათ შორის: აგვისტოს
კონკურსის შედეგად გამოვლენილ 156 სტუდენტს და გასულ
სემესტრში დაფინანსებულ 443 სტუდენტს, რომლებმაც გადალახეს ქვეპროგრამით დადგენილი ბარიერი.
იხილეთ გალერეა