სამინისტროში შეხვედრა გაიმართა

15 დეკემბერი, 2021

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ზაურ ახვლედიანი, USAID- ის მისიის მრჩეველს გენდერულ საკითხებში და მისიის ადამიანისა და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების პროგრამის სტრატეგიის და პროგრამების ოფისის მენეჯერს დავით ძებისაშვილს და USAID-ის კონტრაქტორი ორგანიზაციის, ადამიანის და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების პროექტის ხელმძღვანელს რომან ცუცქირიძეს შეხვდა.
ადამიანური და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითრების პროექტი HICD (Human Institutional capacity Development) კომპლექსური მიდგომების გამოყენებით და ადამიანის პროდუქტიულობის ამაღლების ტექნოლოგიებზე დაყრდნობით, უზრუნველყოფს პარტნიორი ორგანიზაციების მუშაობის სისტემურ გაუმჯობესებას. შეხვედრაზე განიხილეს ორგანიზაციების ინსტიტუციური შესაძლებლობლების განვითარება, მათი გაზრდილი ეფექტურობა და სამუშაოს შესრულების ხარისხის მდგრადობა.
ორგანიზაციის მიზანია ხელი შეუწყოს ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების, ღია მმართველობის სამოქმედო გეგმის და საჯარო სამსახურის რეფორმის წარმატებით განხორციელებაში დახმარება.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<იანვარი 2022>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
52272829303112
013456789
0210111213141516
0317181920212223
0424252627282930
0531123456

ცხელი ხაზი

995(422)27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები