ქობულეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები

15 დეკემბერი, 2021

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ჯემალ სურმანიძემ, სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფთან ერთად ქობულეთის მუნიციპალიტეტში  მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ჯემალ ქათამაძის სახელობის სოფელ ციხისძირის საჯარო სკოლაში  დასრულდა სრული რეაბილიტაციის პირველი ეტაპი, რომლის ფარგლებშიც შეიცვალა სახურავი,  რეაბილიტაცია ჩაუტარდა ფასადს. მოეწყო ღია სპორტული მოედანი, საქვაბე, ადაპტირებული სველი წერტილები. 2022 წელს დაიწყება სკოლის ინტერიერის სრული რეაბილიტაცია.
სოფელ ქვედა კვირიკეს საჯარო სკოლაში  მოეწყო ლიფტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. მომდევნო წელს გაგრძელდება სკოლის რეაბილიტაციის პროცესი.
დასრულდა სოფელ დაგვას საჯარო სკოლის საბაზო კორპუსის სრული გარე და შიდა რეაბილიტაცია, მოეწყო ცენტრალური გათბობა, სველი წერტილები. მომდევნო წელს გაგრძელდება რეაბილიტაციის პროცესი ძირითადი სკოლის შენობაზეც.
ზვიად დავითაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაღელეს საჯარო სკოლაში  განხორციელდა ცენტრალური გათბობის მოწყობა ბუნებრივ აირზე და სველი წერტილების რეაბილიტაცია შენობაში.
სოფელ კვირიკეს N2 საჯარო სკოლაში დასრულდა ცენტრალური გათბობის მოწყობა ბუნებრივ აირზე. შეიცვალა სახურავი. 2022 წელს გაგრძელდება სკოლის რეაბილიტაციის პროცესი.
სოფელ სკურას საჯარო სკოლაში დასრულდა სახურავის და ფასადის რეაბილიტაცია. სველი წერტილები მოეწყო შენობაში. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები გაგრძელდება მომდევნო წელს.
სოფელ ბუკნარის საჯარო სკოლაში განხორციელდა სახურავის რეაბილიტაცია. 2022 წელს იგეგმება სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების გაგრძელება.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<იანვარი 2022>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
52272829303112
013456789
0210111213141516
0317181920212223
0424252627282930
0531123456

ცხელი ხაზი

995(422)27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები