შეხვედრა საქართველოს მეკლდეურობის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებთან

15 დეკემბერი, 2021

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, მინისტრის მოადგილესთან ბადრი ნაკაშიძესთან, სპორტის დეპარტამენტისა და სპორტსკოლის წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს მეკლდეურობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს ლადო გურჩიანს, ვიცეპრეზიდენტს მირზა ლიპარტელიანს და გამგეობის წევრებს შეხვდნენ.  
შეხვედრაზე  არსებული გამოწვევები და სამომავლო განვითარების გეგმები განიხილეს.ასევე, ისაუბრეს ბათუმში მეკლდეურობის მიმართულებით ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე, როგორც სპორტულ დარბაზებში სავარჯიშო,ასევე ღია სივრცეში საერთაშორისო შეჯიბრებების ჩატარებისათვის განკუთვნილი კედლების მოწყობასთან დაკავშირებით.
ბათუმს სპორტის ამ სახეობაში არაერთი წარმატებული სპორტსმენი  და ჩემპიონი ჰყავს აღზრდილი.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივლისი 2022>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
2627282930123
2745678910
2811121314151617
2918192021222324
3025262728293031
311234567

ცხელი ხაზი

995(422)27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები