თორნიკე რიჟვაძემ სასტუმრო „ლეოგრანდში“ დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

24 ნოემბერი, 2021

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ახალარჩეულ მერთან, არჩილ ჩიქოვანთან ერთად სასტუმრო „ლეოგრანდში“ 2017 წელს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

„დღეს კიდევ ერთხელ ვიხსენებთ „ლეოგრანდის“ ტრაგედიას. იმ ადამიანებს, ვინც დავკარგეთ. კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო მათ ოჯახებს. ჩვენი ვალია მათი სახელის პატივისცემა. ეს ტრაგედია კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ უსაფრთხოების დაცვა ყველა ობიექტში, იქნება ეს სასტუმრო თუ სხვა ტიპის დაწესებულება, მნიშვნელოვანია და ჯეროვანი ყურადღება უნდა მიექცეს,“ - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

2017 წელს ბათუმში, ხუთვარსკვლავიან სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილმა ძლიერმა ხანძარმა საქართველოს ათი მოქალაქის და ერთი ირანელის სიცოცხლე  შეიწირა. 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათ შორის, იყვნენ უცხოელი ტურისტებიც.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<იანვარი 2022>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
52272829303112
013456789
0210111213141516
0317181920212223
0424252627282930
0531123456

ცხელი ხაზი

995(422)27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები