აჭარა მადრიდის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზეა წარმოდგენილი

20 იანვარი, 2022

აჭარის ტურისტულ პროდუქტებს მადრიდის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე „FITUR 2022“ ეცნობიან. ევროპაში ერთ-ერთ უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ კომპანიებთან ერთად მონაწილეობს.

წელს მადრიდის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე  ასზე მეტი ქვეყნის ათი ასამდე კომპანია, ტურისტული სააგენტო და ტურისტული ბიზნესის ძირითადი მოთამაშეა წარმოდგენილი. გამოფენის ფარგლებში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლები საქმიან შეხვედრებს მართავენ მედიის, სარეკლამო და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან, რაც ურთიერთანამშრომლობასა და აჭარის ცნობადობის გაზრდას უწყობს ხელს.  მადრიდის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა-ბაზრობა 19 იანვარს გაიხსნა და 23 იანვარს დასრულდება. 

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მაისი 2022>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
172526272829301
182345678
199101112131415
2016171819202122
2123242526272829
22303112345

ცხელი ხაზი

995(422)27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები