ქალაქ ბათუმის N16 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე ახალი შენობის მშენებლობის პროექტირება დასრულდა
19 იანვარი, 2022
პროექტი მომზადდა გრუნტის დეტალური გეოლოგიური კვლევის საფუძველზე და შესაბამისად საძირკველი მოეწყობა რკინა-ბეტონის ხიმინჯებით 13 მეტრ სიღრმეზე.
პროექტის მიხედვით აშენდება 3 სართულიანი შენობა, რომელიც გათვლილია 1000 მოსწავლეზე (40 საკლასო ოთახი) ერთ ცვლაში.
საკლასო ოთახების გარდა, შენობაში განთავსდება ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული ოთახი, სააქტო დარბაზი 300 მაყურებელზე, ღია და დახურული სპორტული მოედნები, ტრიბუნებით.შენობა იქნება ადაპტირებული, მოეწყობა ლიფტი. ტერიტორია სრულად კეთილმოეწყობა. პროექტის მიხედვით მშენებლობის ღირებულებაა 14 942 791 ლარი.
✔️ მიმდინარეობს პროექტზე მშენებლობის ნებართვის მოპოვების პროცესი, რის შემდეგაც გამოცხადდება ელექტრონული ტენდერი სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე.
იხილეთ გალერეა