თორნიკე რიჟვაძე ზაფხულის ტურისტული სეზონის სამზადისთან დაკავშირებით ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

06 მაისი, 2022

აჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონის სამზადისთან დაკავშირებით ტურისტული სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დაესწრო, რეგიონში ტურიზმის კუთხით მიმდინარე პროექტებზე, განახლებულ ტურისტულ პროდუქტებსა და ტურისტული სეზონის მოლოდინებზე ისაუბრეს.

თორნიკე რიჟვაძემ  რეგიონში ტურიზმის განვითარებაზე, მის მზარდ დინამიკაზე, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება.

,,ტურიზმის სექტორის და ტურისტული ნაკადების აღდგენა არის ყველასთვის უმთავრესი პრიორიტეტი. სწორედ ამ მიზნით დღეს შევხვდით ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს და ვისაუბრეთ დაგეგმილ პროექტებზე, რომელიც მოგვცემს საშუალებას რეგიონში ტურიზმის აღდგენა მოხდეს მაქსიმალურად სწრაფად. ჩვენი ამბიციაა, რომ 2019 წლის მონაცემებს მაქსიმალურად გაუთანაბრდეს პოსტკოვიდური ტურისტული სეზონი აჭარის რეგიონში” - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.

შეხვედრაზე ბათუმის ბულვარის და ტურიზმის დეპარტამენტის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების პრეზენტაცია გამართა. ღონისძიება ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ტურისტული სეზონის მოსამზადებელ შეხვედრას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, მუნიციპალიტეტის მერები, შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის და აჭარის მთავარი სამმართველოს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

2022 წლის, პირველი კვარტლის მონაცემებით, რეგიონში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტები 2019 წელთან შედარებით 49%-ით აღდგა. 30%-თაა გაზრდილი მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტშიც. მაისის თვეში კი ბათუმში 9 ქვეყნიდან 250 ზე მეტი ფრენაა დაგეგმილი, რომელთა შორის ერთი ახალი ევროპული მიმართულება რიგა-ბათუმის ფრენა იქნება.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივნისი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
222930311234
23567891011
2412131415161718
2519202122232425
26262728293012
273456789

ცხელი ხაზი

995(422)27-20-00

სოციალური ქსელები

ბმულები