აჭარაში ტურიზმის აღდგენის ღონისძიებებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

06 მაისი, 2022

აჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონის სამზადისთან და ტურიზმის აღდგენის ღონისძიებებთან დაკავშირებით ტურისტული სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დაესწრო, რეგიონში ტურიზმის კუთხით მიმდინარე პროექტებზე, განახლებულ ტურისტულ პროდუქტებსა და ტურისტული სეზონის მოლოდინებზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე გამართული პრეზენტაციისას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თინათინ ზოიძემ რეგიონში ტურიზმის აღდგენის ტენდენციებზე, ტურისტების მოზიდვის სტრატეგიასა და მიმდინარე ტურისტულ პროექტებზე გააკეთა აქცენტი. როგორც თავად განაცხადა, 2022 წლის, პირველი კვარტლის მონაცემებით, რეგიონში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტები 2019 წელთან შედარებით 49%-თაა აღდგენილი. 30%-თაა გაზრდილი მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტშიც. მაისის თვეში კი ბათუმში 9 ქვეყნიდან 250 ზე მეტი ფრენაა დაგეგმილი, რომელთა შორის ერთი ახალი ევროპული მიმართულება რიგა-ბათუმის ფრენა იქნება.

ახალი ტურისტული პროდუქტებით ხვდება ტურისტულ სეზონს მთიანი აჭარა, სადაც მოგზურებს კანიონინგი უჩხოში, ექსტრემალური ველობილიკი ქედა-შუახევში, ტურისტული თავშესაფრები და საპიკნიკე ინფრასტრუქტურა ჯვარიმინდორზე, ჩირუხში, კაპნისთავსა და შუამთაზე,  ასევე 20-მდე მარკირებული ტურისტული მარშრუტი ელოდებათ.

ბულვარში მიმდინარე და დაგეგმილ  ინფრასტრუქტულ პროექტებზე ისაუბრა ბათუმის ბულვარის ხელმძღვანელმა სოფო ლაზიშვილმა. შეხვედრას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი და ტურისტული სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მარტი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
09272812345
106789101112
1113141516171819
1220212223242526
13272829303112
143456789

ცხელი ხაზი

995(422)27-20-00

სოციალური ქსელები

ბმულები