14 ივნისი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა

17 ივნისი, 2022


აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეთა მხარდაჭერა,  მათთვის სხვადასხვა პროექტების შეთავაზება, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით აქტივობების დაგეგმვა წარმოადგენს.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ინტერესების გამოვლენის ხელშეწყობისა და ინტეგრირებული პროექტების განხორციელების მიზნით სამინისტრო განათლებისა და კულტურის მიმართულებით აფინანსებს საგრანტო განაცხადებს. 
რეგიონის მასშტაბით ხორციელდება ინფრასტრუქტურული პროექტები განათლებისა და კულტურის შენობების ადაპტირების მიზნით.
სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ქ.ბათუმის N 26 სკოლაში ფუნქციონირებს  ინკლუზიური სწავლების ცენტრი, სადაც მოსწავლეები ჩართულები არიან არტ თერაპიის პროგრამაში.
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ქ.ბათუმის N26 სკოლასთან არსებული ინკლუზიური თეატრალური დასი -"ცისარტყელა" მაღალმთიან აჭარაში გასტროლით იმყოფებოდა.
სამინისტროსა და  საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF)თანამშრომლობის ფარგლებში  დაიგეგმა ინკლუზიური სწავლების ცენტრის გაფართოება, მიმდინარე წელს ქედასა და ქობულეთში განხორციელდება 300 -ზე მეტი ბავშვისა და 100- ზე მეტი მასწავლებლის ჩართვა ინკლუზიური განათლების გაძლიერებაში.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივლისი 2022>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
2627282930123
2745678910
2811121314151617
2918192021222324
3025262728293031
311234567

ცხელი ხაზი

995(422)27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები