გამარჯვებულ სასკოლო კლუბებთან შეხვედრა გაიმართა
17 ივნისი, 2022
2022 წლის 16 ივნისს სსიპ - ქალაქ ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლაში 2021 და 2022 წელს გამარჯვებულ სასკოლო კლუბების წევრებთან საანგარიშო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე კლუბის წევრებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს და ერთობლივ სამომავლო აქტივობებზე ისაუბრეს.
დაფინანსებულმა სასკოლო კლუბებმა მიმდინარე სასწავლო წლის განმავლობაში განახორციელეს საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი, შემოქმედებითი და სპორტული მიმართულების აქტივობები.
2021 და 2022 წელს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ პროგრამის „სასკოლო კლუბების ინიციატივების დაფინანსება“ ფარგლებში დააფინანსა 12 სასკოლო კლუბი. გამარჯვებულ კლუბებს სიგელები გადაეცათ.
იხილეთ გალერეა