უზბეკი ბლოგერები და ჟურნალისტები აჭარას სტუმრობენ

18 ივნისი, 2022

უზბეკი ბლოგერები და ჟურნალისტები აჭარას სტუმრობენ. ისინი რეგიონის ტურისტული პროდუქტებისა და სერვისების შესახებ ბლოგებს ამზადებენ და სოციალური ქსელების გამომწერებს აჭარაში მოგზაურობისკენ მოუწოდებენ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და Uzbekistan Airways მიერ ორგანიზებული მედიატურის მონაწილეებმა ბათუმის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაოებები, ბოტანიკური ბაღი, გონიოს ციხე,  ეთნოგრაფიული მუზეუმი ‘ბორჯღალო“ და მთიანი აჭარა მოინახულეს, ადგილზე დააგემოვნეს აჭარული კერძები და მათი მომზადების მასტერკლასშიც მიიღეს მონაწილეობა. მედიატურის მიზანი უზბეკეთში აჭარის პოპულარიზაცია და რეგიონში ტურისტების მოზიდვაა.

უზბეკეთიდან ფრენები აჭარაში წელს პირველად დაიწყო. ტაშკენტიდან ბათუმის მიმართულებით ფრენები კვირაში ორჯერ, ოთხშაბათსა და შაბათს ზაფხულის სეზონის ბოლომდე გაგრძელდებარაც რეგიონში უზბეკი ტურისტების შემოყვანას შეუწყობს ხელს.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2022>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
482829301234
49567891011
5012131415161718
5119202122232425
522627282930311
012345678

ცხელი ხაზი

995(422)27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები