თორნიკე რიჟვაძე: აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტულ ინფრასტრუქტურაზე 70 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება

28 ივლისი, 2022

აჭარის მთავრობის სხდომაზე თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ აჭარაში ტურიზმი სწრაფი ტემპით დაუბრუნდა 2019 წლის მონაცემებს. პოზიტიური დინამიკა შეინიშნება, როგორც საერთაშორისო, ისე შიდა ტურიზმის მიმართულებით. რეგიონში გააქტიურებულია კულტურული ცხოვრება, საერთაშორისო ფესტივალები, რაც მნიშვნელოვანია როგორც აჭარის მცხოვრებლებისთვის, ისე ჩვენი სტუმრებისთვის.

„ტურიზმის აღდგენასთან დაკავშირებით მინდა საზოგადოებას მივაწოდო განახლებული ინფორმაცია. ყველა პარამეტრით აღდგენილია 2019 წლის ტურისტული ნაკადების დინამიკა და უნდა ითქვას, რომ აჭარა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გამორჩეულია კულტურული ცხოვრების თვალსაზრისით. არაერთი მნიშვნელოვანი ფესტივალი ჩატარდა ქალაქში, რაც მნიშვნელოვანია როგორც აჭარის მცხოვრებლებისთვის, ასევე ტურისტებისთვის. მინდა აღვნიშნო, რომ ტურისტული და სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა მიმდინარეობს აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში. ქედასა და შუახევში უკვე მოეწყო ახალი, თანამედოვე ველო ინფრასტრუქტურა. ასევე, ქობულეთში დასრულდა ახალი ბულვარის მშენებლობა. ჯვარიმინდორზე შუახევში მოეწყო ახალი ტურისტული თავშესაფრები და საპიკნიკე ინფრასტრუქტურა. აშენდა ეთნოსოფელი მაჭახელაში, რომელიც მნიშვნელოვანია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტისთვის“ - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მარტი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
09272812345
106789101112
1113141516171819
1220212223242526
13272829303112
143456789

ცხელი ხაზი

995(422)27-20-00

სოციალური ქსელები

ბმულები