ღვაწლმოსილ ექიმს კირაკოს ზანანიანს დაბადებიდან 80 წელი შეუსრულდა
01 აგვისტო, 2022
აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ სალიხ აბაშიძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრის ექიმ-ფტიზიატრს, კირაკოს ზანანიანს 80 წლის იუბილესა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში შეტანილი წვლილისათვის მადლობის სიგელი გადასცა.
,,სამინისტროს სახელით ვულოცავ ბატონ კირაკოსს ამ მნიშვნელოვან საიუბილეო თარიღს. ვუსურვებ ჯანმრთელობას, ხანგრძლივ სიცოცხლეს და ბევრ კმაყოფილ პაციენტს. მიხარია, რომ დღემდე შემართებით, ენერგიითა და სიყვარულით აგრძელებს პროფესიულ საქმიანობას. კიდევ მრავალი წელი ემსახუროს რეგიონის მოსახლეობისათვის, მისი წვლილი განსაკუთრებულია ბავშვთა ფტიზიატრიის მიმართულებით.“ - აღნიშნა, მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ.
კირაკოს ზანანიანი სალიხ აბაშიძის სახელობის ინფეცქიური პათოლოგიის, შიდსის და ტუბეკულოზის რეგიონულ ცენტრში ექიმ-ფტიზიატრად 2002 წლიდან მუშაობს. აქვს სხვადასხვა სამედიცინო დაწსებულებაში მუშაობის მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება. იყო ჩრდილოეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკის რაიონული საავამდყოფოს ფტიზიატრიული განყოფილების უფროსი. დამთავრებული აქვს ქალაქ როსტოვის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი.
იხილეთ გალერეა