საბაკალავრო პროგრამა

02 აგვისტო, 2022

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ახორციელებს „საბაკალავრო პროგრამას“.


საბაკალავრო პროგრამის მიზანია სტუდენტების მხარდაჭერა. საქართველოში, უნივერსიტეტში აკადემიურ განვითარებასთან ერთად, საზღვარგარეთ მოქმედ უმაღლეს სასწავლებლებში არსებული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, რაც ხელს შეუწყობს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მცხოვრები ახალგაზრდების პროფესიული უნარების გაძლიერებას.

 

სამინისტრო საბაკალავრო პროგრამას პარტნიორ უნივერსიტეტებთან ერთად ახორციელებს.

 

პარტნიორი უნივერსიტეტებია:

  • სსიპ -  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • სსიპ - სასწავლო უნივერსიტეტი - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია;
  • სსიპ - ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი.

საბაკალავრო პროგრამაში მონაწილეობის უფლება აქვს:

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე კონკურსის გამოცხადებამდე ბოლო ერთი წლის მანძილზე რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეს, რომელიც სწავლობს პარტნიორ უნივერსიტეტში:

  • საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე;
  • მედიცინის მიმართულებით ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამაზე;
  • დაწყებითი განათლების მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე და, რომელიც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების თანხმობით, ერთი სემესტრით გაცვლის თაობაზე, შემდგომში კრედიტების აღიარების და საქართველოში სწავლის გაგრძელების პირობით, ერთი სემესტრის მანძილზე ისწავლის: ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, გაერთიანებული სამეფოს, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადაში, ავსტრალიაში, იაპონიაში, შვეიცარიასა და ნორვეგიაში უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირველი საფეხურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე.


საბაკალავრო პროგრამაში მონაწილეობით დაინტერესებული სტუდენტები განაცხადს წარადგენენ შესაბამის პარტნიორ უნივერსიტეტში. უნივერსიტეტის მიერ დადგენილ საკონკურსო ვადებში.

 

პარტნიორი უნივერსიტეტები შეარჩევენ საბაკალავრო პროგრამაში მონაწილე სტუდენტებს და გრანტის მიღების მიზნით წარუდგენენ სამინისტროს.

 

შერჩეული სტუდენტები, სამინისტროსგან მიიღებს ფინანსურ დახმარებას გრანტის სახით ერთი სემესტრის ხარჯის გაწევის მიზნით არაუმეტეს 10 000 ლარისა.

 

სტუდენტს შეიძლება აუნაზღაურდეს შემდეგი ტიპის ხარჯები:

  • წავლის საფასური;
  • ცხოვრების ხარჯი (ბინა, კომუნალური, კვება);
  • ტრანსპორტი;
  • სამედიცინო დაზღვევა;
  • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სილაბუსით განსაზღვრული სასწავლო რესურსების შეძენა;
  • ვიზის და ვიზასთან დაკავშირებული ხარჯები;
  • სხვა ხარჯები, რომლის მიზნობრიობაზე გადაწყვეტილებას იღებს სამინისტრო.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

 

მისამართი: ქ. ბათუმი, ლ. გუდიაშვილის ქუჩა N4.

ტელ: 597 210 310 - რუსუდან ქავთარაძე

ელ-ფოსტა: rkavtaradze80@gmail.com

Facebook: განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

 

სსიპ -  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

მისამართი: ქ. ბათუმი, რუსთაველის/ნინოშვილის ქუჩა 32/35.

ტელ: +995 (422) 27-17-80

ელ-ფოსტა: info@bsu.edu.ge

 

სსიპ - სასწავლო უნივერსიტეტი - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია

მისამართი: ქ. ბათუმი, რუსთაველის ქუჩა N53.

ელ-ფოსტა: info@bsma.edu.ge

  

სსიპ - ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი

მისამართი: ქ. ბათუმი, ზურაბ გორგილაძის/ვაჟა ფშაველას ქ.N19/32

ტელ: 574 51 50 40 - გელა ბერიძე

ელ-ფოსტა: info@batu.edu.ge ;  gelaberidze1974@gmail.com

 

 

 




კალენდარი

<<
<აგვისტო 2022>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
311234567
32891011121314
3315161718192021
3422232425262728
352930311234
36567891011

ცხელი ხაზი

995(422)27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები