ბსუ-ს კურსდამთავრებულთა გამოშვების ღონისძიება

05 აგვისტო, 2022

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში კურსდამთავრებულთა გამოშვების  85-ე საიუბილეო საზეიმო ღონისძიება გაიმართა. 
მანტიებში გამოწყობილ კურსდამთავრებულებს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ ჯემალ სურმანიძემ, უნივერსიტეტის რექტორმა, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სწავლის დასრულება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.
ღონისძიებაზე წარჩინებული სწავლის, აქტიური სტუდენტური ცხოვრებისა და  პანდემიასთან ბრძოლაში შეტანილი წვლილისათვის 190  სტუდენტს სერტიფიკატი გადაეცა.
წელს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება  1650-მდე სტუდენტმა დაამთავრა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
392526272829301
402345678
419101112131415
4216171819202122
4323242526272829
44303112345

ცხელი ხაზი

995(422)27-20-00

სოციალური ქსელები

ბმულები