თორნიკე რიჟვაძემ ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

12 აგვისტო, 2022

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.
თორნიკე რიჟვაძემ ფორუმზე დამსწრე ახალგაზრდებს დიდგორობის დღესასწაული მიულოცა და ქვეყნის წარმატებაში ახალგაზრდების როლს გაუსვა ხაზი.

,,ჩვენს ქვეყანას, თითოეულ ქართველს ვულოცავ დიდგორობას, უდიდესი გამარჯვების დღეს. სიმბოლურია, რომ დღეს მსოფლიო აღნიშნავს ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს. ჩვენი მიზანია შევქმნათ ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსი - განათლებული ახალგაზრდობა ჩვენს ქვეყანაში. 

ახალგაზრდებს ვულოცავ დღევანდელ დღეს და ვუსურვებ დიდ გამარჯვებას” - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

ახალგაზრდობის სააგენტოსა და ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ორგანიზებით გამართული ფორუმის მიზანია მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ახალგაზრდების საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართულობის მხარდაჭერა, მათი გააქტიურება და ახალგაზრდებისთვის განკუთვნილ სერვისებთან დაკავშირებით ინფორმირება.
დღესვე, ბათუმში ახალგაზრდული ფესტივალი გამართება.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2022>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
39262728293012
403456789
4110111213141516
4217181920212223
4324252627282930
4431123456

ცხელი ხაზი

995(422)27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები