ბალტიისპირეთში აჭარის რეკლამა აქტიურად მიმდინარეობდა

15 აგვისტო, 2022

აჭარის ონლაინრეკლამას ბალტიისპირეთის ქვეყნებში მილიონობით წვდომა აქვს. სოციალურ ქსელებსა და გუგლის პლატფორმაზე გამოქვეყნებული რეგიონის საიმიჯო ვიდეორგოლებისა და სარეკლამო ბანერების ჩვენებების რაოდენობებმა 15 600 000 გადააჭარბა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ბათუმის და რეგიონის სამთო ტურისტული პროდუქტების ონლაინრეკლამას ესტონეთში, ლატვიასა და ლიეტუვაში ავიაკომპანია AirBaltic-თან თანამშრომლობით ანხორციელებდა.

ონლაინკამპანიის პარალელურად მიმდინარეობდა გარე სარეკლამო აქტოვობებიც. კერძოდ, ქალაქ რიგაში ბათუმის საიმიჯო ბანერებით დაიბრენდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც მთელი ქალაქის მასშტაბით გადაადგილდებოდა. გარდა ამისა, აჭარის პოპულარიზაციის მიზნით რეგიონს ათეულობით ტურისტული სააგენტოსა და მედიის წარმომადგენელი სტუმრობდა ბალტიისპირეთიდან, რამაც აღნიშნული ქვეყნებიდან ბათუმში ტურისტების მოზიდვასა და მედიაში აჭარის შესახებ სტატიების, ბლოგების, გადაცემების გამოქვეყნებას შეუწყო ხელი.

მიმდინარე წელს, ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები ხორციელდება რიგადან, ტალინიდან და ესტონეთიდან. რიგის მიმართულება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს წელს დაემატა, რასაც წინ უსწრებდა ბათუმი საპოპულარიზაციო პრეზენტაციები ბალტიისპირეთის ქვეყნების დედაქალაქებში. 

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2022>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
482829301234
49567891011
5012131415161718
5119202122232425
522627282930311
012345678

ცხელი ხაზი

995(422)27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები