აჭარაში იდუმალი სტუმრის მეთოდით მომსახურების ხარისხის კვლევა მიმდინარეობს

16 აგვისტო, 2022

აჭარაში კვების ობიექტების მომსახურების ხარისხის კვლევა მიმდინარეობს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სერვისის დონეს  რეგიონში არსებულ 100 ობიექტში იდუმალი სტუმრის მეთოდით შეაფასებს. პროექტის მიზანი მომსახურების სფეროში არსებული გამოწვევების დადგენა და მათი აღმოფხვრის მიზნით სატრენინგო პროგრამების შემუშავებაა, რაც საბოლოო ჯამში სერვისის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

იდუმალი სტუმრის კვლევის შედეგები კვების ობიექტების წარმომადგენლებს ინდივიდუალურად მიეწოდებათ, რათა მათ ინფორმაცია ჰქონდეთ არსებულ ხარვეზებთან დაკავშირებით და შეძლონ მათი გამოსწორება. თავის მხრივ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი არსებულ მონაცემებს 2023 წლის სატრენინგო პროგრამების დაგეგმვისას გაითვალისწინებს.

ყოველწლიურად,  დეპარტამენტი რეგიონში სერვისის გაუმჯობესების მიზნით ტურისტული სექტორის 1000-მდე წარმომადგენლის გადამზადებას უზრუნველყოფს. მათ შორისაა საგანმანათლებლო პროგრამები გიდებისთვის, კვებისა და განთავსების ობიექტების, ტურისტული სააგენტოებისა და საოჯახო-სასტუმრო სახლების  წარმომადგენლებისთვის. 

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივნისი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
222930311234
23567891011
2412131415161718
2519202122232425
26262728293012
273456789

ცხელი ხაზი

995(422)27-20-00

სოციალური ქსელები

ბმულები