ბათუმში ბერკლის უნივერსიტეტის და სილიკონის ველის სპიკერების მონაწილეობით ევროპის ინოვაციების აკადემიის ბანაკი იმართება

05 სექტემბერი, 2022



ევროპის ინოვაციების აკადემიის “ინოვაციისა და ლიდერობის ბანაკი”  ბათუმში ტარდება. მსოფლიოს უმსხვილეს სამეწარმეო პროგრამაში მონაწილეობას წელს ასი, ხოლო მომავალ წელს, სამასამდე სტუდენტი მიიღებს.
  
ევროპის ინოვაციების აკადემია აჭარის მთავრობის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება. 

სტუდენტებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ. აღინიშნა რომ მსგავსი საერთაშორისო მასშტაბის საზაფხულო სკოლები მნიშვნელოვანია როგორც აჭარის, ბათუმის პოზიციონირებისთვის და ასევე სტუდენტების განათლების ხელშეწყობისთვის.
 
საერთაშორისო ბანაკში სტუდენტები 11 ქვეყნიდან არიან წარმოდგენილი. სასწავლო პროგრამას წარმართავენ კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტის და სილიკონის ველის სხვადასხვა წამყვანი ორგანიზაციების ხელმძღვანელები.

ევროპის ინოვაციის აკადემია (EIA) წარმოადგენს მსოფლიოს უმსხვილეს სამეწარმეო პროგრამას უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის. აღნიშნული პროგრამა შემუშავებულია კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტის, სტენფორდის უნივერსიტეტის პედაგოგების, ასევე Google-ის, Facebook-ის და სილიკონის ველის სხვა წამყვანი ორგანიზაციების ხელმძღვანელობის მხარდაჭერით. 

პროგრამა საქართველოში კავკასიის უნივერსიტეტთან, აშშ-ის ბაზარზე წვდომის ცენტრთან (USMAC) და Startup Connect-თან პარტნიორობით ჩატარდება.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2022>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
39262728293012
403456789
4110111213141516
4217181920212223
4324252627282930
4431123456

ცხელი ხაზი

995(422)27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები