სამედიცინო ტურიზმის, ტექნოლოგიებისა და აღჭურვილობის საერთაშორისო გამოფენა

16 სექტემბერი, 2022

კომპანია GEONET EXPO-ს ორგანიზებით, ბათუმში სამედიცინო ტურიზმის, ტექნოლოგიებისა და აღჭურვილობის მე-3 საერთაშორისო გამოფენა ExpoMed Batumi გაიხსნა. გამოფენის გახსნის ცერემონიალს აჭარის  ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე და მინისტრის მოადგილეები დაესწრნენ. 

გამოფენაზე წარმოდგენილია სამედიცინო აღჭურვილობა და ხელსაწყოები, ერთჯერადი მოხმარების საგნები, სადიაგნოსტიკო აპარატურა, პრევენციული და პოსტდიაგნოსტიკური მკურნალობის მეთოდები, IT სისტემები, ორთოპედია, ფიზიოთერაპია/რეაბილიტაცია და სხვა. გამოფენაზე წარმოდგენილი არიან როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო სამედიცინო და სარეაბილიტაციო დაწესებულებები.

გამოფენის პარალელურად იმართება საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია და B2B შეხვედრები. ასევე, სისხლის დონაციის აქცია ‘’გაეცი სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე’’.

ExpoMed Batumi-ს მიზანია საერთაშორისო და ადგილობრივი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების საქმიანობის პოპულარიზაცია, ახალი კონტაქტების დამყარება და სამომავლო თანამშრომლობა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივნისი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
222930311234
23567891011
2412131415161718
2519202122232425
26262728293012
273456789

ცხელი ხაზი

995(422)27-20-00

სოციალური ქსელები

ბმულები