ბათუმში საქართველოს რესპირაციული ასოციაციის მე–7 საერთაშორისო კონგრესი გაიხსნა
08 სექტემბერი, 2022
ბათუმის საზაფხულო თეატრში, დღეს საქართველოს რესპირაციული ასოციაციის რიგით მე–7 საერთაშორისო კონგრესი გაიხსნა. გახსნის ცერემონიალს აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, პირველ მოადგილესთან, მარი ზანაქიძესთან ერთად დაესწრო.კონგრესში 27 ქვეყნის 930 დელეგატი მონაწილეობს, მათ შორის 33 სპიკერი ევროპის, ამერიკის, აფრიკის და აზიის ქვეყნებიდან. ორი დღის განმავლობაში წარმოდგენილი იქნება 88 პრეზენტაცია, რომელიც შეეხება მედიცინის ყველა ასპექტს: ონკოლოგია და ქირურგია, კრიტიკული მედიცინა და ინფექციები, ტუბერკულოზი და ასთმა, ალერგია და ფილტვის ქრონიკული დააავადებები, პედიატრია და ნეონატოლოგია, კოვიდ-19 და იმუნიზაცია.კონგრესის ფარგლებში წელს პირველად ჩატარდება განსხვავებული ფორმატის სიმპოზიუმი - ე.წ. ვორკშოპი - „კომუნიკაცია კოლეგებთან - პრაქტიკული მიდგომა“, ქართულ-ლიეტუვურ-უკრაინული სოლიდარობის სიმპოზიუმი, SARSCoV-2 ვირუსით გამოწვეული პანდემიისადმი მიძღვნილი სიმპოზიუმები.პანდემიის გამო მე-7 საერთაშორისო კონგრესი 2020 წლის ნაცვლად წელს, ტრადიციულად ბათუმში ტარდება. კონგრესის საქართველოს რესპირაციული ასოციაციასთან ერთად, ორგანიზებულია აჭარის მთავრობის, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსა და ქალაქ ბათუმის მერიის. ასევე, კონგრესის ერთ-ერთი ორგანიზატორი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტია.საქართველოს რესპირაციული ასოციაცია შეიქმნა 2004 წელს. ასოციაციის მიზანია რესპირაციული მედიცინის განვითარების ხელშეწყობა საქართველოში. ასოციაცია არის ევროპის რესპირაციულ საზოგადოებათა გაერთიანების (FERS-Forum of European Respiratory Society) წევრი. მედიცინის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საქართველოს რესპირაციულ ასოციაციას 2009 წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაზე მიენიჭა პრემია.
იხილეთ გალერეა