თორნიკე რიჟვაძემ ევროპარლამენტარებთან შეხვედრა გამართა

23 სექტემბერი, 2022

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, ევროპარლამენტის წევრებს მარინა კალიურანდს და სვენ მიკსერს უმასპინძლა.

თორნიკე რიჟვაძემ სტუმრებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე გამოხატული ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. თავმჯდომარემ ევროპარლამენტარებს რეგიონის ტურისტული პოტენციალი გააცნო და ტურიზმის აღდგენის დინამიკაზე ისაუბრა.

შეხვედრაზე ევროპარლამენტის რეზოლუციის პირობებზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ყველა სამთავრობო უწყება ერთობლივად მუშაობს საერთო მიზნის მისაღწევად, რათა ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი.
თავის მხრივ, ევროპარლამენტარებმა გამოთქვეს მზადყოფნა ითანამშრომლონ და მხარი დაუჭირონ საქართველოს მთავარი მიზნის მიღწევაში, გახდეს ევროპული ოჯახის წევრი.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს  საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, აჭარის მთავრობის და ევროპარლამენტის წევრებმა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2022>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
39262728293012
403456789
4110111213141516
4217181920212223
4324252627282930
4431123456

ცხელი ხაზი

995(422)27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები