პირველადი ჯანდაცვის რეფორმა

04 ნოემბერი, 2022

პირველადი ჯანდაცვის რეფორმის მაქსიმალური ეფექტურობისთვის, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ, WHO-სა და ექსპერტებთან ერთად, რეფორმის მიღწევები და სამომავლოდ გასატარებელი ღონისძიებები განიხილა. პირველადი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებისა და მთელი ქვეყნის მასშტაბით, სერვისების თანაბარი ხელმისაწვდომობისთვის სამოქმედო გეგმა აქტიურად ხორციელდება.

შეხვედრას აჭარის ჯანდავის მინისტრის პირველი მოადგილე, მარი ზანაქიძე ესწრებოდა.

რეფორმის საბოლოო მიზანი დაავადებების პრევენცია და საჭიროების დროს, მათი მაქსიმალურად ეფექტური მართვაა. მთავარ დოკუმენტზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან (WHO), სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან და სფეროს ექსპერტებთან ერთად იმუშავა.

2-დღიან ღონისძიებაზე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ პირველადი ჯანდაცვის გზამკვლევის მნიშვნელობაზე ისაუბრა. სამოქმედო გეგმაში ასახულია ქალაქებსა და სოფლებში, პირველადი ჯანდაცვის თანაბარი ხელმისაწვდომობისათვის აუცილებელი სერვისები, არსებული ქრონიკული დაავადებებისა ან ახალი სამედიცინო პრობლემების დიაგნოსტიკისა და მართვისათვის საჭირო მომსახურებები თუ პროცედურები, მათ შორის ამბულატორიული გამოკვლევები.

პოლიტიკის შემქმნელები, პარტნიორები და დარგის სპეციალისტები, დოკუმენტის კიდევ უფრო მეტი მოქნილობისა და ეფექტურობისთვის, გარკვეული ცვლილებებზეც შეთანხმდნენ.

„ამ რეფორმით, პირველადი ჯანდაცვა, რეალურად, მოწინავე რგოლი ხდება მთელს სისტემაში, უზრუნველყოფს პაციენტის მკურნალობის უწყვეტობას და მთელი ქვეყნის მასშტაბით, მასზე თანაბარ ხელმისაწვდომობას“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
392526272829301
402345678
419101112131415
4216171819202122
4323242526272829
44303112345

ცხელი ხაზი

995(422)27-20-00

სოციალური ქსელები

ბმულები