ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა მომსახურება 1 729 987 ლარით დაფინანსდა

08 ნოემბერი, 2022

☑ აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს - ,,ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა დამატებითი სამედიცინო მომსახურების“ პროგრამის ფარგლებში, სამი კვარტალის მდგომარეობით, 1 609 შემთხვევა, მილიონ 729 987 ლარით დაფინანსდა.

🔘 2022 წელს:
☑ გაიზარდა ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებული პაციენტებისათვის პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების დაფინანსება და შესაბამისად, აღნიშნულ მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობა.

☑ გაიზარდა მკურნალობისათვის საჭირო სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამეტების დაფინანსების წლიური ლიმიტი 23 000 ლარამდე და შეიცვალა დაფინანსების მეთოდოლოგია.

▪ კერძოდ : თარგენტული, იმუნოთერაპიული (მონოკლონური ანტისხეულების, პროტეინ კინაზა ინჰიბიტორების), ბისფოსფონატების ჯგუფის) მედიკამენტების ღირებულება -1 000 ლარამდე ბენეფიციარებს უფინანსდებათ სრულად თანაგადახდის გარეშე, ხოლო, 1 000 ლარზე მეტი ღირებულების სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტების დაფინანსების დროს, გათვალისწინებულია პაციენტების სოციალური
სტატუსი.

☑ ანალოგიურად უფინანსდებათ სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტების ღირებულება საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის,
ინდივიდუალური და კორპორაციული დაზღვევის მოსარგებლეებს ლიმიტის ამოწურვის შემდეგ. ამ კატეგორიის პაციენტებისათვის მოიმატა წლიური
ლიმიტი 15 000 ლარამდე, გაიზარდა ასევე იმ სამედიცინო მომსახურების დაფინანსების პროცენტული
წილი, რომელიც საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით არ ფინანსირდება.

☑ გაიზარდა ძუძუს აგრესიული HER-2 რეცეპტორდადებითი მეტასტაზური ძუძუს კიბოს დიაგნოზის შემთხვევაში მედიკამენტ პერტუზუმაბი/ლაპატინიბისა და ტრასტუზუმაბთან (ჰერცეპტინი) ერთად წლის განმავლობაში დაფინანსებულ პაციენტთა
რაოდენობა.

☑ პროგრამის ბიუჯეტი-2 400 000 ლარია.

🔘 2023 წელს:
☑ გაიზრდება ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებული პაციენტებისათვის მკურნალობისათვის საჭირო სიმსივნის საწინააღმდეგო თარგენტული, იმუნოთერაპიული (მონოკლონური ანტისხეულების, პროტეინ კინაზა ინჰიბიტორების), ბისფოსფონატების ჯგუფის დასაფინანსებელი მედიკამეტების ნუსხა, რომლებიც საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით არ ფინანსირდება. შესაბამისად, გაიზრდება პაციენტთათვის აღნიშნულ მედიკამენტებზე ფინანსური ხელმისაწვდომობა.
☑ გაიზრდება მოსარგებლეთა რაოდენობა და ძუძუს აგრესიული HER-2 რეცეპტორდადებითი მეტასტაზური ძუძუს კიბოს დიაგნოზის შემთხვევაში, მედიკამენტ პერტუზუმაბის ან ლაპატინიბის მკურნალობის კურსის ღირებულება ტრასტუზუმაბთან (ჰერცეპტინი), ერთად (ფესგო);
☑ მოიმატებს თითოეულ მომართვაზე დასაფინასებელი თანხის ზღვრული რაოდენობა;
☑ გაიზრდება მედიკამენტების დაფინანსების წლიური ლიმიტი 25 000 ლარამდე;
☑ გაიზრდება ასევე იმ პაციენტების დაფინანსება, რომელთაც ამოეწურებათ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის, ინდივიდუალური და კორპორაციული დაზღვევის შესაბამისი ლიმიტი. 

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ნოემბერი 2022>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4431123456
4578910111213
4614151617181920
4721222324252627
482829301234
49567891011

ცხელი ხაზი

995(422)27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები