1 100 მოქალაქის დამხმარე საშუალება მილიონ 134 099 ლარით დაფინანსდა
11 ნოემბერი, 2022
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში, სამი კვარტალის მდგომარეობით, 1 100 მოქალაქის დამხმარე საშუალება მილიონ 134 099 ლარით დაფინანსდა.
🔷 ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ხანდაზმულ პირთა სხვა დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფა"
პროგრამა ითვალისწინებს სხვადასხვა საჭიროების მქონე პირთა უზრუნველყოფას დამხმარე/მოვლის საშუალებებით: ფუნქციური საწოლი, ჟანგბადის კონცენტრატორი, ასპირატორი, ნაწოლების საწინააღმდეგო ლეიბი, შშმ პირთათვის განკუთვნილი ამწე, კოხლეარული იმპლანტის პროცესორი, ხმის წარმომქმნელი აპარატი.
🔷 ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ხანდაზმულ პირთა გადაადგილების საშუალებებით უზრუნველყოფა"
პროგრამა ითვალისწინებს გადაადგილების პრობლემის მქონე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (მათ შორის ბავშვების) და ხანდაზმულთა, ხოლო ელექტრო სავარძელ-ეტლის საჭიროების შემთხვევაში - 6 წლისა და უფროსი ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები/პირების სავარძელ-ეტლებით უზრუნველყოფას.
🔷 ,,სმენადაქვეითებულ მოქალაქეთა სმენის აპარატებით უზრუნველყოფა" პროგრამა ითვალისწინებს სმენადაქვეითებული პირების ციფრული სმენის აპარატებით უზრუნველყოფას.
იხილეთ გალერეა