წარჩინებულ კურსდამთავრებულთა დაჯილდოვების ცერემონიალი

11 ნოემბერი, 2022

🔷 აჭარის დასაქმების სააგენტოს პროგრამის - ,,დასაქმების ხელშეწყობა პროფესიული მომზადება/გადამზადების გზით’’ ფარგლებში, წარჩინებულ კურსდამთავრებულთა დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა.

🔷 ცერემონიალს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზურაბ თენიეშვილი, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ირმა აფხაზავა, აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ილია ვერძაძე, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლელა სურმანიძე და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

🔷 ღონისძიება სააგენტოს ორგანიზებით, ქობულეთის პროფესიულ კოლეჯ ,,ახალი ტალღა"-ში გაიმართა. არსებული პროფესიების ინფო ტურის ფარგლებში, კურსდამთავრებულებმა მოწვეული სტუმრებისთვის მოახდინეს პროფესიული უნარების დემონსტრირება, ასევე სხვადასხვა სიმულაციურ, პრაქტიკულ აქტივობაში მათი ჩართვა.

🔷 ღონისძიების დასასრულს, პროგრამით მოსარგებლეებს გადაეცათ კვალიფიკაციის დამადასტურებელი ორენოვანი სერტიფიკატი და ასევე, წარმატებულ კურსდამთავრებულები დაჯილდოვდნენ ფასიანი საჩუქრებით.

🔷 პროგრამა ითვალისწინებს პროფესიული უნარების შეძენის მსურველ სამუშაოს მაძიებელთა მომზადებას შემდეგ პროფესიებში: სასტუმრო მომსახურება, კულინარიის ხელოვნება, ბართენდერი, შედუღება, ელექტროობა, მძიმე სამშენებლო ტექნიკის ოპერატორი, შენობა ნაგებობების ტექნიკოსი-ჰაუსმასტერი.  სწავლება განხორციელდა პროგრამაში ჩართული ტურიზმისა და სამშენებლო სფეროში ოპერირებად კომპანიებთან ერთად, პროგრამისათვის შემუშავებული მოკლევადიანი ინტენსიური სასწავლო მოდულით.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ნოემბერი 2022>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4431123456
4578910111213
4614151617181920
4721222324252627
482829301234
49567891011

ცხელი ხაზი

995(422)27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები