ბათუმმა მსოფლიოს სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ტიტული მოიპოვა

12 ნოემბერი, 2022


ბათუმმა ტურიზმი „ოსკარი“, უკვე როგორც მსოფლიოს სწრაფად მზარდმა ტურისტულმა მიმართულებამ მოიპოვა. „World Travel Awards“-ის ევროპის კონკურსის შემდეგ, ბათუმმა  მსოფლიოს დაჯილდოების ცერემონიაზე ისეთი ქვეყნების ქალაქებს გაუწია კონკურენცია, როგორებიცაა საფრანგეთი, იაპონია, კოლუმბია, მექსიკა, ლაოსი, ურუგვაი, ბულგარეთი და ჩრდილოეთ ირლანდია. ბათუმისთვის ეს პირველი ჯილდოა, რომელიც ქალაქმა ტურიზმის ოსკარის მსოფლიოს დაჯილდოების ცერემონიაზე მიიღო.

„World Travel Awards“ -ზე მსოფლიოს საუკეთესო ტურისტული მიმართულებების, ქვეყნები, სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ტურისტული ატრაქციები და სატრანსპორტო კომპანიები დასახელდა. მასში ასობით ნომინაცია და ათასობით ნომინანტი კონტინენტებისა და ქვეყნების მიხედვით სხვადასხვა კატეგორიებში იყო გადანაწილებული. ბათუმი მსოფლიოს დაჯილდოების ცერემონიაზე წელს პირველად იყო ნომინირებული, „World Travel Awards“-ის ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ტიტული კი ქალაქმა შემოდგომაზე მოიპოვა, სადაც ბათუმი ასევე ოფიციალურად დასახელდა, როგორც 2023 წლის „World Travel Awards“ -ის ევროპის გალა ცერემონიის მასპინძელი ქალაქი.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<იანვარი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
522627282930311
012345678
029101112131415
0316171819202122
0423242526272829
05303112345

ცხელი ხაზი

995(422)27-20-00

სოციალური ქსელები

ბმულები