ქედის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული ,,შემოდგომა ქედაში“ და ,,ქედის ღვინის ფესტივალი“ გაიმართა

15 ნოემბერი, 2022


აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ქედის მუნიციპალიტეტში გამართულ შემოდგომის სახალხო დღესასწაულ ქედელობას დაესწრო, ქედის მაცხოვრებლებს სიტყვით მიმართა და დღესასწაული მიულოცა.

ფესტივალის ფარგლებში გაიმართა საწარმოების, ფერმერებისა და ქედის ღვინის მარნების მიერ წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. ქედის ადგილობრივ და უცხოელ სტუმრებს ტრადიციული ფოლკლორული შოუს ნახვის,  ეთნოგრაფიული კუთხეების, ხელნაკეთი ნივთების დათვალიერების და  ადგილობრივი ნაწარმის დაგემოვნების საშუალება ჰქონდათ.

გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ საპატიო ქედელები, დამსახურებული მოღვაწეები და საუკეთესო მეღვინეები.

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში დავით შავლიძის ვენახში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, სოფლის მეურნეობის მინისტრთან ზაზა შავაძესთან  ერთად,  ჩხავერის რთველში მიიღო მონაწილეობა.

მევენახე ფერმერმა ჩხავერის ჯიში, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, „მრავალწლიანი ხეხილოვანი კულტურების ნერგებით, ფერმერთა უზრუნველყოფის ხელშეწყობის“ პროგარმის ფარგლებში, 2000 კვ.მ. ფართობზე  გააშენა.  აჭარაში ვენახის საერთო ფართობი 180 ჰექტარს შეადგენს, მათ შორის ქედის მუნიციპალიტეტში - 82 ჰექტარს, აქედან ჩხავერით დაკავებულია 20 ჰა ფართობი. 

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4827282930123
4945678910
5011121314151617
5118192021222324
5225262728293031
011234567

ცხელი ხაზი

995(422)27-20-00

სოციალური ქსელები

ბმულები