მედიცინის დღე - 2022
23 დეკემბერი, 2022
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, სასტუმრო ,,ჰილტონში“ მედიცინის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. მედიკოსებს პროფესიული დღე მიულოცეს აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს, ქ. ბათუმის მერიისა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებმა.
ღონისძიებაზე, გაწეული განსაკუთრებული წვლილისათვის, სამინისტრომ 9 პირი დააჯილდოვა. ჯანმრთელობის დაცვის სფეროში პროფესიული მიღწევებისათვის:
თეიმურაზ გოგიტიძე - მამოლოგი, ონკოლოგი, ონკოქირურგი;
მზია ხალვაში - ონკოლოგი, მამოლოგი;
იოსებ სიხარულიძე - ინტერვენციული კარდიოლოგი;
დიმიტრი მარგველაშვილი - ინტერვენციული კარდიოლოგი;
გიორგი ნიკოლაიშვილი - ინტერვენციული კარდიოლოგი;
მაჰირ ბალაქიშიევი - კარდიოქირურგი;
დიმიტრი ცეცხლაძე - პულმონოლოგი.
აქტიური თანამშრომლობისათვის დაჯილდოვდნენ ორგანიზაციები:
გაეროს ბავშვთა ფონდი - unicef;
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის“.
მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ ღონისძიების ფარგლებში, სამინისტროს, მათ შორის აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისა და აჭარის დასაქმების სააგენტოს, საქმიანობის 2022 წლის ანგარიში და 2023 წელს დაგეგმილი სიახლეები პრეზენტაციის სახით წარადგინა.
აჭარაში ,,მედიცინის დღე“ ყოველი წლის 23 დეკემბერს 1996 წლიდან აღინიშნება.
იხილეთ გალერეა