სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობა

30 იანვარი, 2023

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედ, აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში მომუშავე მეცნიერებს - სრული პროფესორი, ასოცირებული პროფესორი და ასისტენტ პროფესორი.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობა შეიძლება მხოლოდ ინდივიდუალურად. იმ შემთხვევაში, თუ სამეცნიერო ნაშრომს ჰყავს რამდენიმე თანაავტორი, აღნიშნული ნაშრომის პრეზენტაციისათვის კონკურსში მონაწილე განმცხადებლის ვინაობას წყვეტს ავტორთა ჯგუფი. ერთსა და იმავე ღონისძიებაზე ერთი და იმავე მოხსენებით გამგზავრების დასაფინანსებლად საგრანტო განაცხადის შემოტანა შეუძლია მხოლოდ ერთ პირს.

გრანტის ოდენობა ერთ კონკურსანტზე არ უნდა აღემატებოდეს 3000 ლარს.


კონკურსანტს შეიძლება აუნაზღაურდეს შემდეგი სახის ხარჯები სამინისტროს მიერ განსაზღვრული თანხის ამოწურვამდე:

ა) საერთაშორისო მგზავრობა (მათ შორის ხელშეკრულების გაფორმებამდე გაწეული ხარჯი).

ბ) ცხოვრების ხარჯი - არაუმეტეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის N220 „დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ ბრძანებით დადგენილი ოდენობისა.

ბ.ა.) გრანტი გაიცემა სამეცნიერო ღონისძიების ჩატარების დღეების პროპორციულად და დაემატება 1 დღე ჩასვლის და 1 დღე დაბრუნების ხარჯი.

ბ.ბ.) გრანტი გაიცემა არაუმეტეს 7 ღამისა და 8 დღისა, რომელშიც შედის გამგზავრებისა და დაბრუნების დღეები.

გ) სამეცნიერო ღონისძიებაში რეგისტრაციის ხარჯი (მათ შორის ხელშეკრულების გაფორმებამდე გაწეული ხარჯი).


საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კონკურსანტმა ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაცია უნდა ატვირთოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: https://bit.ly/3DuC1CO

ა) განცხადება მინისტრის სახელზე - განცხადება  (ელექტრონული აპლიკაციის ნაწილია);

ბ) საგრანტო განაცხადის ელექტრონული ფორმა - https://bit.ly/3DuC1CO

გ) ავტობიოგრაფია (CV); მათ შორის, რეფერირებად ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიები, პუბლიკაცია/წიგნი/წიგნის თავი;

დ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ე) ცნობა სამუშაო ადგილიდან, რომ კონკურსანტი არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე მოქმედ, აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში მომუშავე მეცნიერი - სრული პროფესორი, ასოცირებული პროფესორი და ასისტენტ პროფესორი;

ვ) ინფორმაცია ღონისძიების შესახებ (თემატიკა ან/და სავარაუდო სამუშაო გეგმა; ჩატარების ადგილი, თარიღი და ფორმატი; ორგანიზატორი დაწესებულება ან/და სხვ.);

ზ) ოფიციალური მოწვევის წერილი (მასპინძელი ორგანიზაციის/დაწესებულების თანხმობა) ან სამეცნიერო ღონისძიებაში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ორიგინალი და ქართულ ენაზე ნათარგმნი;

თ) სამეცნიერო ღონისძიებაზე წარსადგენი მოხსენებ(ებ)ის თეზისი ქართულ ენაზე;

ი) ბიუჯეტი  (ელექტრონული აპლიკაციის ნაწილია).


იხილეთ სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობის დებულება

იხილეთ სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილე კონკურსანტთა შეფასების ფორმა

პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება მიმდინარეობდა 2023 წლის 1 თებერვლიდან  - 15 მარტის ჩათვლით.


დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

მისამართიბათუმიგუდიაშვილისქუჩა №4.

ტელ:  577 27 02 35 - ნინო ნაკაშიძე

ელ-ფოსტა: umaglesiganatleba2017@gmail.com

Facebook: განათლებისკულტურისა და სპორტის სამინისტრო










კალენდარი

<<
<მარტი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
09272812345
106789101112
1113141516171819
1220212223242526
13272829303112
143456789

ცხელი ხაზი

995(422)27-20-00

სოციალური ქსელები

ბმულები