ახალგაზრდა მეცნიერების მხარდაჭერა

31 იანვარი, 2023

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ დოქტორანტებს (საქართველოს მოქალაქე), რომლებიც განაცხადის წარდგენის პერიოდში სწავლობენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში.

გრანტი გაიცემა შემდეგი სახის საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად:

ა) კონფერენცია, კონგრესი, ფორუმი, სიმპოზიუმი, სემინარი ხარჯების ანაზღაურების მიზნით;

ბ) საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალებში სამეცნიერო სტატიის გამოქვეყნების ხარჯების ანაზღაურების მიზნით.


სამეცნიერო ღონისძიებაში მონაწილეობის მიზნით განაცხადის წარმოდგენა შეიძლება მხოლოდ ინდივიდუალურად. იმ შემთხვევაში, თუ სამეცნიერო ნაშრომს ჰყავს რამდენიმე თანაავტორი, აღნიშნული ნაშრომის პრეზენტაციისათვის კონკურსში მონაწილე განმცხადებლის ვინაობას წყვეტს ავტორთა ჯგუფი. ერთსა და იმავე ღონისძიებაზე ერთი და იმავე მოხსენებით გამგზავრების დასაფინანსებლად საგრანტო განაცხადის შემოტანა შეუძლია მხოლოდ ერთ პირს.

საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალებში სამეცნიერო სტატიის გამოქვეყნების მიზნით განაცხადის წარმოდგენა შეიძლება მხოლოდ ინდივიდუალურად. იმ შემთხვევაში, თუ სამეცნიერო ნაშრომს ჰყავს რამდენიმე თანაავტორი, კონკურსში მონაწილე განმცხადებლის ვინაობას წყვეტს ავტორთა ჯგუფი. ერთი და იმავე სამეცნიერო სტატიის გამოქვეყნების მიზნით საგრანტო განაცხადის შემოტანა შეუძლია მხოლოდ ერთ პირს.

გრანტის ოდენობა ერთ კონკურსანტზე არ უნდა აღემატებოდეს 3000 ლარს.


კონკურსანტს შეიძლება აუნაზღაურდეს შემდეგი სახის ხარჯები სამინისტროს მიერ განსაზღვრული თანხის ამოწურვამდე:

ა) საერთაშორისო მგზავრობა (მათ შორის ხელშეკრულების გაფორმებამდე გაწეული ხარჯი);

ბ) ცხოვრების ხარჯი - არაუმეტეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის N220 „დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ ბრძანებით დადგენილი ოდენობისა;

ბ.ა.) გრანტი გაიცემა სამეცნიერო ღონისძიების ჩატარების დღეების პროპორციულად და დაემატება 1 დღე ჩასვლის და 1 დღე დაბრუნების ხარჯი;

ბ.ბ.) გრანტი გაიცემა არაუმეტეს 7 ღამისა და 8 დღისა, რომელშიც შედის გამგზავრებისა და დაბრუნების დღეები;

გ) სამეცნიერო ღონისძიებაში რეგისტრაციის ხარჯი (მათ შორის ხელშეკრულების გაფორმებამდე გაწეული ხარჯი);

დ) საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში სამეცნიერო სტატიის გამოქვეყნების ხარჯი.


საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კონკურსანტმა ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაცია უნდა ატვირთოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:

სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობა - https://bit.ly/3wI0b8U

საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში სტატიის ბეჭდვა - https://bit.ly/3kXg6Oc


ა) განცხადება მინისტრის სახელზე განცხადება  (ელექტრონული აპლიკაციის ნაწილია);

ბ) საგრანტო განცხადების ელექტრონული ფორმა (შეარჩიეთ ზემოთ მითითებული ლინკიდან რომელიმე) ;

გ) ავტობიოგრაფია (CV); მათ შორის, სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია;

დ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ე) ცნობა სასწავლო დაწესებულებიდან, რომ კონკურსანტი არის დოქტორანტი, რომელიც განაცხადის წარდგენის პერიოდში სწავლობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში;

ვ) ინფორმაცია ღონისძიების შესახებ (თემატიკა ან/და სავარაუდო სამუშაო გეგმა; ჩატარების ადგილი, თარიღი და ფორმატი; ორგანიზატორი დაწესებულება ან/და სხვ.);

ზ) ოფიციალური მოწვევის წერილი (მასპინძელი ორგანიზაციის/დაწესებულების თანხმობა) ან სამეცნიერო ღონისძიებაში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ორიგინალი და ქართულ ენაზე ნათარგმნი;

თ) სამეცნიერო ღონისძიებაზე წარსადგენი მოხსენების ან საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში გამოსაქვეყნებელი სამეცნიერო სტატიის თეზისი ქართულ ენაზე;

ი) საერთაშორისო რეფერირებადი ჟურნალის (გამომცემლობიდან ან რედაქციისგან) თანხმობა სამეცნიერო სტატიის გამოქვეყნების პროცედურის დაწყების თაობაზე;

კ)  სამეცნიერო ღონისძიებაში მონაწილეობა - ბიუჯეტი  (ელექტრონული აპლიკაციის ნაწილია);

ლ) საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალებში სამეცნიერო სტატიის გამოქვეყნება - ბიუჯეტი  (ელექტრონული აპლიკაციის ნაწილია).


იხილეთ:

დებულება 

სამეცნიერო ღონისძიებაში მონაწილე კონკურსანტთა შეფასების ფორმა 

საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალებში სამეცნიერო სტატიის გამოქვეყნების მიზნით მონაწილე კონკურსანტთა შეფასების ფორმა


პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება მიმდინარეობდა 2023 წლის 1 თებერვლიდან  - 15 მარტის ჩათვლით.


დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

მისამართი: ქ. ბათუმი, ლ. გუდიაშვილისქუჩა №4.

ტელ:  577 27 02 35 - ნინო ნაკაშიძე

ელ-ფოსტა: umaglesiganatleba2017@gmail.com

Facebook: განათლებისკულტურისა და სპორტის სამინისტრო



კალენდარი

<<
<მარტი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
09272812345
106789101112
1113141516171819
1220212223242526
13272829303112
143456789

ცხელი ხაზი

995(422)27-20-00

სოციალური ქსელები

ბმულები