სეზონური სკოლა
03 თებერვალი, 2023
კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სეზონური სკოლ(ებ)ის ორგანიზებასა და ფუნქციონირებას, ადგილობრივი სამეცნიერო პოტენციალის განვითარებას.
კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ საჯარო სამართლის იურიდიულ და საქართველოში რეგისტრირებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს.
სამინისტროდან მოთხოვნილი გრანტის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 20 000 ლარს.
საგრანტო კონკურსის ფარგლებში შეიძლება დაფინანსდეს:
ა) სეზონური სკოლის ორგანიზატორთა ჰონორარი, რაც არ უნდა აღემატებოდეს საგრანტო თანხის 10%;
ბ) სეზონური სკოლის მომხსენებელთა ჰონორარი, რაც უნდა შეადგენდეს საგრანტო თანხის არაუმეტეს 20%;
გ) სეზონური სკოლის მონაწილეთა/მომხსენებელთა/ორგანიზატორთა სასტუმროს, საერთაშორისო მგზავრობისა და კვების ხარჯი;
დ) სხვა საქონელი და მომსახურება.
საგრანტო კონკურსში მონაწილეობისათვის გრანტის მაძიებელმა ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაცია უნდა ატვირთოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: https://bit.ly/40ffR13
ა) განცხადება მინისტრის სახელზე;
ბ) საგრანტო განაცხადის ელექტრონული ფორმა - https://bit.ly/40ffR13
გ) სეზონური სკოლის პროექტის ბიუჯეტი (საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით);
დ) სეზონური სკოლის დღის წესრიგი;
ე) სეზონური სკოლის მომხსენებელთა და ორგანიზატორთა CV;
ე) საკუთარი, ან დონორის/სპონსორის მიერ გამოყოფილი დაფინანსების შემთხვევაში პირადი ანგარიშის ამონაწერი, ან ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული წერილი გაცემული თანადამფინანსებლის მიერ;
ზ) ორგანიზაციის სამართლებრივი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
თ) თანაორგანიზატორის არსებობის შემთხვევაში, ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული წერილი გაცემული თანაორგანიზატორის მიერ.
იხილეთ:
დებულება
სეზონური სკოლის მოწყობის ფარგლებში წარმოდგენილ განაცხადთა შეფასების ფორმა
პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება იწარმოებს 2023 წლის 6 თებერვლიდან (09:00 სთ.) - 31 მარტის (18:00 სთ.) ჩათვლით.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
მისამართი: ქ. ბათუმი, ლ. გუდიაშვილისქუჩა №4.
ტელ: 577 27 02 35 - ნინო ნაკაშიძე
ელ-ფოსტა: umaglesiganatleba2017@gmail.com
Facebook: განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო