კონფერენციის მოწყობა

03 თებერვალი, 2023

კონკურსის მიზანია, ხელი შე­უწყოს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ადგილობრივი და საერთაშორისო სა­მეც­ნიერო კონფერენციების ჩატარებას, ინფორმაციის გაცვ­ლას, გამოცდილების გაზიარებასა და სამეცნიერო კვლევების განვითარებას.


კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ საჯარო სამართლის იურიდიულ და საქართველოში რეგისტრირებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს.


სამინისტროდან მოთხოვნილი გრანტის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 30 000 ლარს.


საგრანტო კონკურსის ფარგლებში შეიძლება დაფინანსდეს:


) კონფერენციის მონაწილეთა საერთაშორისო მგზავრობის, სასტუმროს და კვების ხარჯი;

ბ) კონფერენციის ორგანიზატორთა ჰონორარი, რაც არ უნდა აღემატებოდეს საგრანტო თანხის 15%;

) კონფერენციის მასალების ბეჭდვის ხარჯი;

) სხვა საქონელი და მომსახურება.


საგრანტო კონკურსში მონაწილეობისათვის გრანტის მაძიებელმა ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაცია უნდა ატვირთოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: https://bit.ly/40e7ZNf


ა) განცხადება მინისტრის სახელზე;

ბ) საგრანტო განაცხადის ელექტრონული ფორმა - https://bit.ly/40e7ZNf

გ)კონფერენციის პროექტის ბიუჯეტი (საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით);

დ) კონფერენციის დღის წესრიგი;

ე) კონფერენციაზე წარსადგენი ძირითად მომხსენებელთა მოხსენებ(ებ)ის თეზისი;

ვ) ძირითად მომხსენებელთა ავტობიოგრაფია (CV);

ზ) ორგანიზაციის სამართლებრივი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

თ) საკუთარი, ან დონორის/სპონსორის მიერ გამოყოფილი დაფინანსების შემთხვევაში პირადი ანგარიშის ამონაწერი, ან ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული წერილი გაცემული თანადამფინანსებლის მიერ.

ი) თანაორგანიზატორის არსებობის შემთხვევაში, ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული წერილი გაცემული თანაორგანიზატორის მიერ.


იხილეთ:


დებულება


კონფერენციის მოწყობის ფარგლებში წარმოდგენილ განაცხადთა შეფასების ფორმა 


პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება იწარმოებს 2023 წლის 6 თებერვლიდან (09:00 სთ.) - 31 მარტის (18:00 სთ.) ჩათვლით.


დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

მისამართი: ქ. ბათუმი, ლ. გუდიაშვილის ქუჩა №4.

ტელ:  577 27 02 35 - ნინო ნაკაშიძე

ელ-ფოსტა: umaglesiganatleba2017@gmail.com

Facebook: განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო


კალენდარი

<<
<მარტი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
09272812345
106789101112
1113141516171819
1220212223242526
13272829303112
143456789

ცხელი ხაზი

995(422)27-20-00

სოციალური ქსელები

ბმულები