ონკოჰემატოლოგიური დაავადების მქონე პაციენტებს ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია უფინანსდებათ
15 თებერვალი, 2023
საქართველოში ბავშვთა შორის ყველაზე გავრცელებული ონკოლოგიური დაავადება ლიმფოკვანძების კიბოა. შესაბამისად, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის დაფინანსება (როგორც ბავშვების, ასევე მოზრდილი მოსახლეობისათვის) 2019 წელს დაიწყო. პროგრამის ფარგლებში, ონკოჰემატოლოგიური დაავადების მქონე პაციენტებს ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია უფინანსდებათ, კერძოდ:
☑ ძვლის ტვინის აუტოლოგიური ტრანსპლანტაცია
☑ ძვლის ტვინის ალოგენური ტრანსპლანტაცია
☑ ძვლის ტვინის ჰაპლოიდური ტრანსპლანტაცია
2023 წლიდან სამინისტრომ გაზარდა პროგრამის ბიუჯეტი და ტრანსპლანტაციისათვის თითოეულ პაციენტზე დაფინანსება 125 000 ლარიდან -235 000 ლარამდე გამოიყოფა
იხილეთ გალერეა