აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, პირველ მოადგილესთან, მარი ზანაქიძესთან ერთად, ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს შეხვდა

15 თებერვალი, 2023

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, პირველ მოადგილესთან, მარი ზანაქიძესთან ერთად, ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს შეხვდა და სამინისტროს 2023 წლის პროგრამები გააცნო.
▪ შეხვედრაზე გარდა სამინისტროს პროგრამული სიახლეებისა მიმოიხილეს გასული წლის თანამშრომლობა და სამომავლო გეგმები. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო ჩართულია როგორც საყოველთაო ჯანდაცვის, ასევე აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს შემდეგ პროგრამებში: ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების, ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა დამატებითი სამედიცინო მომსახურების, ზოგიერთი სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების და ამბულატორიული მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევების.
"რესპუბლიკური საავადმყოფოს ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და ექიმებთან გავმართეთ საინფორმაციო სახის შეხვედრა. მსგავსი ტიპის შეხვედრები რეგიონის ყველა სამედიცინო დაწესებულებაში შედგება. მიმდინარე წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ არაერთი სიახლე დანერგა, ჩვენი მიზანია სამედიცინო პერსონალის მაქსიმალური ინფორმირება, რომ გამოყენებული იქნას სახელმწიფოს მიერ მოქალაქეებისათვის დაწესებული შეღავათები, თითოეული პაციენტის მკურნალობის პროცესში" - აღნიშნა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ.
▪ შეხვედრაზე, მინისტრმა და მინისტრის პირველმა მოადგილემ, 60 წლის იუბილესა და რეგიონის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში შეტანილი წვლილისათვის დააჯილდოვეს რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი-რადიოლოგები - სოლომონ ფუტკარაძე და ოთარ მიქელაძე.
▪ სოლომონ ფუტკარაძე - ექიმი რადიოლოგი, მედიცინის დოქტორი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფროსი მასწავლებელი, აქვს 35 წლიანი პროფესიული საქმიანობის გამოცდილება რეგიონის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში. არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და საერთაშორისო კონფერენციების მონაწილე.
▪ ოთარ მიქელაძე - ექიმი რადიოლოგი, აქვს 36 წლიანი სამუშაო რეგიონის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში. აქვს გავლილი არაერთი პროფესიული ტრენინგ-კურსი

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მარტი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
09272812345
106789101112
1113141516171819
1220212223242526
13272829303112
143456789

ცხელი ხაზი

995(422)27-20-00

სოციალური ქსელები

ბმულები