,,სახსრების ენდოპროთეზირების" პროგრამის ბიუჯეტი მიმდინარე წელს 602 000 ლარამდე გაიზარდა
15 თებერვალი, 2023
,,სახსრების ენდოპროთეზირების" პროგრამის ბიუჯეტი მიმდინარე წელს 602 000 ლარამდე გაიზარდა.
▪ პროგრამის მიზანია, აღნიშნულ სერვისზე ბენეფიციარების ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება, შესაძლებლობების შეზღუდვის შემცირება.
▪ ბენეფიციარებს წარმოადგენენ სხვადასხვა სოციალური კატეგორიის მოქალქეები, რომლებიც საჭიროებენ გადაგვარებული ან დაზიანებული სახსრის ჩანაცვლებას ხელოვნური იმპლანტით. თითოეულ შემთხვევაზე დაფინანსების ზღვრული თანხა შეადგენს 7 000 ლარს.
- პროგრამით გასულ წელს 95 მოქალაქემ ისარგებლა.
იხილეთ გალერეა