აჭარის პოპულარიზაციის მიზნით ისრაელში მნიშვნელოვანი შეხვედრები იმართება.
16 თებერვალი, 2023
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მენეჯმენტი ისრაელის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ”IMTM 2023” ფარგლებში მსხვილი მედიაპლატფორმების, ტურისტული სააგენტოების, სარეკლამო კომპანიებისა და ასოციაციების წარმომადგენლებს ხვდება.
შეხვედრებზე ისრაელში ბათუმის ტურისტული შესაძლებლობების შესახებ სტატიების, სიუჟეტებისა და ბლოგების გამოქვეყნების მიზნით ბათუმში მხვილი ინფო-მედიატურების ორგანიზება, ასევე მარკეტინგული კამპანიებისა და მოგზაურობის მასტიმულირებელი ღონისძიებების განხორციელება იგეგმება.
გამოფენაზე დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ სააგენტოებთან ერთადაა წარმოდგენილი. შეხვედრებში აქტიურადაა ჩართული საქართველოს საელჩო ისრაელში
იხილეთ გალერეა