ბათუმში ლიეტუვის სახელმწიფოს აღდგენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

18 თებერვალი, 2023


ბათუმში ლიეტუვის სახელმწიფოს აღდგენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ლიეტუვის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მიიღო და ლიეტუველ ხალხს, დამსწრე საზოგადოებას ლიეტუვის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

ღონისძიება ბათუმში ლიეტუვის საელჩოს ორგანიზებით გაიმართა, რომელსაც აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი, აჭარის  მთავრობის და უმაღლესი საბჭოს წევრები, ლიეტუვური სათვისტომოსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგებლები ესწრებოდნენ.

ლიეტუვის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ანდრიუს კალინდრამ და საპატიო კონსულმა თემურ უსტიაშვილმა ლიეტუვასა და საქართველოს შორის გრძელვადიანი თანამშრომლობის გეგმებზე, ბათუმსა და კლაიპედას შორის ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივებზე გაამახვილეს ყურადღება.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მარტი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
09272812345
106789101112
1113141516171819
1220212223242526
13272829303112
143456789

ცხელი ხაზი

995(422)27-20-00

სოციალური ქსელები

ბმულები