თორნიკე რიჟვაძე გაერთიანებული არაბთა საამიროების სავაჭრო-სამრეწველო პალატების ფედერაციის გენერალურ მდივანს და სარჯას სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარეს შეხვდა

04 მაისი, 2023

 
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გაერთიანებული არაბთა საამიროების სავაჭრო-სამრეწველო პალატების ფედერაციის გენერალურ მდივანს ჰუმეიდ ბენ სალემს და სარჯას სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარეს სულთან ალ ოვეის შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ბოლო წლებში სავაჭრო-ეკონომიკური, ტურისტული ურთიერთობის გააქტიურებას. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ერთობლივი პროექტების განხორციელებისა და ეკონომიკური ფორუმის ბათუმში გამართვასთან დაკავშირებით.

შეხვედრას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პაატა კალანდაძე ესწრებოდა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მაისი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
181234567
19891011121314
2015161718192021
2122232425262728
222930311234
23567891011

ცხელი ხაზი

995(422)27-20-00

სოციალური ქსელები

ბმულები