ბათუმმა საერთაშორისო ტურნირს კონტაქტურ კარატეში - “BATUMI OPEN” უმასპინძლა
08 მაისი, 2023
ბათუმმა საერთაშორისო ტურნირს კონტაქტურ კარატეში - “BATUMI OPEN” უმასპინძლა. ტურნირი ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში სხვადასხვა ქვეყნის 230 სპორტსმენი მონაწილეობდა.
საერთაშორისო ტურნირის ფინალურ შეხვედრას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დაესწრო და გამარჯვებული სპორტსმენების დაჯილდოებაში მიიღო მონაწილეობა.
„განსაკუთრებით მახარებს ჩვენი სპორტსმენების წარმატებები, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო არენაზე. ვულოცავ მათ დღევანდელ გამარჯვებას! სპორტისა და სპორტსმენების მხარდაჭერა გრძელდება. ყველაფერი გაკეთდება სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების ხელშეწყობისთვის, როგორც მომზადების, ისე საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობისა და თანამედროვე სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის მხრივ“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
გუნდურ პირველობაში საქართველო I ადგილზე გავიდა. გამარჯვებულ და საპრიზო ადგილზე გასულ სპორტსმენებს შესაბამისი ხარისხის დიპლომები, თასები და მედლები გადაეცათ.
იხილეთ გალერეა